logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ივანიშვილის ავტორიტეტის წყალობით შეიცვალა სააკაშვილის დესპოტური რეჟიმი
- +

12 აპრილი. 2016. 17:55


პოეტი დავით მაღრაძე „პრაიმტაიმთან" ბიძინა ივანიშვილზე და კოალიციაში მის  როლზე საუბრობს. მაღრაძის თქმით, სწორედ ივანიშვილმა მოიყვანა ეს ხელისუფლება, მისი მორალური ავტორიტეტის წყალობით შეიცვალა სააკაშვილის რეჟიმი.



„ხელისუფლებასთან არა მაქვს მჭიდრო ურთიერთობა და შიგნით რა ხდება, არ ვიცი, თუმცა ლოგიკურია, ივანიშვილს ჰქონდეს ხელისუფლებაზე გავლენა და მის აზრს ითვალისწინებდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილი არ მართავს მთავრობას. სწორედ ივანიშვილმა მოიყვანა ეს ხელისუფლება, მისი მორალური ავტორიტეტის წყალობით შეიცვალა სააკაშვილის დესპოტური რეჟიმი. ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა რამ არის, მაგალითად, ის, რომ ჩვენს გარშემო ყველგან ცეცხლია, საქართველომ კი, მგონი, პირველად მოახერხა, რომ ამ სიგიჟეში თავით არ გადაეშვა. ვიღაცებს ესეც არ მოსწონთ, ამის გამოც აკრიტიკებენ მთავრობას. მათგან ზოგიერთს აქ სირიის გადმოტანა სურდა, ვიღაცას - უკრაინის პრობლემების... საბედნიეროდ, ვერ ახერხებენ. მაგათ უტიფრობას საზღვარი არა აქვს. არადა, ეს ის ხალხია, ვინც მიწა-წყალი დაკარგა და მარტო გორი და თბილისი რომ შეენარჩუნებინათ, გორს დაარქმევდნენ ნიკოფსიას და თბილისს - დარუბანდს და იტყოდნენ, გავჭიმეთ საქართველო ნიკოფსიით დარუბანდამდეო... ეს ის ხალხია, რომლებიც 2008 წელს ყვიროდნენ, გავიმარჯვეთ, რადგან ხელისუფლება არ ჩამოიშალაო, არად მიიჩნიეს დაკარგული მიწა-წყალი. რომელი ერთი იყო ერეკლე მეორეზე თავგანწირული მებრძოლი, რომელსაც არსად უთქვამს, კრწანისის ბრძოლა მოვიგეო. საბედნიეროდ, დღეს „ისტერიკოსები" ვეღარ წერენ ისტორიას, მას ისტორიკოსები წერენ...

 

კიდევ ერთიც, ხელისუფლებაზე თავისუფალი საზოგადოების რაც მეტ წევრს ექნება გავლენა, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის", - აცხადებს მაღრაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner