logo_geo
eng_logo
საგანგებო შტაბი: ხანძრის სალიკვიდაციოდ გაიჭრა 5 კილომეტრამდე გზა
- +

30 აგვისტო. 2017. 20:09



საგანგებო შტაბი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

 

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი. გაიჭრა 5 კილომეტრამდე გზა. ხანძრის კერებთან შეყვანილია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

 

ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში, გამთენიიდან ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, ასევე, კომპანია „თუშეთის" ვერტმფრენები. დღის მეორე ნახევარში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკვე გადმოკვეთა დახმარების მიზნით გამოგზავნილმა თურქეთის 1 ვერტმფრენმა. ხვალ თურქეთის რესპუბლიკა დამატებით კიდევ ერთ ვერტმფრენს და სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავს გამოყოფს.

 

საერთო ჯამში, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასა და ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იქნება 7 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

 

საგანგებო შტაბი ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს", - ნათქვამია განცხადებაში.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner