logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: გვაიძულებდნენ, რომ პეტრიაშვილის მხარდამჭერი წერილი გაგვეგზავნა...
- +

30 აგვისტო. 2017. 23:09



კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დათო ოქიტაშვილი აცხადებს, რომ პროფკავშირის პრეზიდენტის მოადგილის ეთერ მათურელის მოთხოვნა იყო, რომ მის და სხვა დარგობრივ პროფკავშირებს ყრილობაზე მიეღოთ ირაკლი პეტრიაშვილის მხარდამჭერი წერილი, რომელიც გაეგზავნებოდა ირაკლი პეტრიაშვილს.


„ჩვენ გვაიძულებდნენ, რომ ესეთი წერილი გაგვეგზავნა. ყველა დარგს აქვს მსგავსი წერილი გაგზავნილი. პროფკავშირის თანამშრომლები გვაიძულებდნენ. მეგონა, რომ 2012 წლის შემდეგ, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება პროფკავშირებშიც შეიცვლებოდა მიდგომა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. წინა ხელისუფლებამ, 2005 წელს თვითონ დასვა ეს კაცი თანამდებობაზე. ძალიან კარგი იქნება, თუ ყოფილ თავმჯდომარეს დაელაპარაკებით, თუ როგორ მოხდა მისი გადარჩევა. იმ მეთოდებით ბრძოლას, რა მეთოდებითაც 2005 წელს ხელში ჩაიგდეს ირაკლის თანამოაზრეებმა-მეგობრებმა საქართველოს პროფკავშირული გაერთიანება ჩვენ არ ვაპირებთ ამ მეთოდებით ბრძოლას.

 

მაგ წერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. მსგავსი წერილი შემიძლია დღესაც გავუგზავნო. 19-ი ივნისის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მოთხოვნა იყო, რომ ყრილობას ვინც ატარებდა ყველა დარგს ამ ფორმის წერილი უნდა გაეგზავნა. ეს იძულებაა, რადგან ბევრს არ უნდოდა", - განაცხადა ოქიტაშვილმა.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner