logo_geo
eng_logo
„შევიდეს პროფკავშირებში პროკურატურა!“ - დავით ოქიტაშვილი პეტრიაშვილის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს!
- +

31 აგვისტო. 2017. 00:22



„12 წლის განმავლობაში ეს ადამიანი იტყუება. თქვენ ხართ ხელოვნური პროვოკატორი. პროვოკაციების აქციის მამა", - ამ სიტყვებით კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ოქიტაშვილმა საქართველოს პროკურატურას მიმართა, რომ პროფკავშირების პრეზიდენტის საქმიანობა გამოიძიონ.


„შენ ხარ გარეწარი ადამიანი. შენ გაყიდე ქონება. მოვითხოვ, შევიდეს პროფკავშირებში პროკურატურა, აუდიტი და ნახოს ერთი თვის წინ რა მიწა გაყიდა. რატომ მოხსნა ერთ-ერთი კურორტების გაერთიანების ხელმძღვანელი. ადამიანი არ უწერდა მაჩაბლის ქუჩაზე, რომ გაეყიდა ობიექტი. შედით ხალხო და შეისწავლეთ. ირაკლი პეტრიაშვილმა ხალხს ქონება წაართვა. თქვენ ხართ გირგვლიანის მკვლელების „გამპრავებელი". გირგვლიანის მკვლელი ხართ!" - მიმართა ოქიტაშვილმა პეტრიაშვილს.   








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner