logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი ირაკლი პეტრიაშვილს: მე კონცერტებიდან ვიღებდი ფულს შენ კი მკვლელებისგან!
- +

31 აგვისტო. 2017. 00:49


 

„გირგვლიანის მკვლელი ხარ! გირგვლიანის! შენნაირი ბანდიტი და მკვლელი არ ვარ", - ამ სიტყვებით კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების პრეზიდენტს ირაკლი პეტრიაშვილს ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში მიმართა. როგორც ოქიტაშვილმა განაცხადა, პეტრიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების გადმონაშთია, რომელიც უნდა დამთავრდეს.


„ამას როგორ უნდა ველაპარაკო, ეს არის ბანდიტი. მოსახლეობამ იცოდეს, მე ვუსვამ ირაკლი პეტრიაშვილს კითხვას, რატომ გაათავისუფლა გენერალ კობალაძის მამა სამსახურიდან და მის ადგილას დანიშნა გია ალანიას მამა, გირგვლიანის მკვლელის მამა. გამცეს პასუხი! მე კონცერტებიდან ვიღებდი ფულს შენ კი მკვლელებისგან. ეს ძველი მთავრობის გადმონაშთი უნდა დამთავრდეს! შენ დამთავრდები შე მკვლელო!" - მიმართა  დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების პრეზიდენტს.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner