logo_geo
eng_logo
დღეს გოგა პიპინაშვილის დაბადების დღეა!
- +

28 აგვისტო. 2017. 02:08



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გოგა პიპინაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

 

„1958 წლის 28 აგვისტოს დაიბადა გოგა პიპინაშვილი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს მას დაბადების დღეს და ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას უსურვებს", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.


მსახიობმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, დრამისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტი (ლილი იოსელიანის ჯგუფი, 1976-1981)


1982 წლიდან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი;


1996 წლიდან "ინვალიდ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდის "არტჰოლის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე;


2011 წლიდან ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული ტელე-კინო თეატრალური სამსახიობო ხელოვნების ინკლუზიური სწავლების საყმაწვილი ცენტრ "არტ-ჰოლის" ხელმძღვანელი;


შპს "არტ გოლ პროდაქშენს" დამფუძნებელი (2014)


 თეატრში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე, შესრულებული აქვს 20-მდე როლი, მათ შორის: იაკობ ხუცესი (იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება", რეჟ. ნუგზარ ბაგრატიონი), შაშა (დავით კლდიაშვილის "ბაკულას ღორები", რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი),სიდოროვი (სუხოვო-კობილინის "საქმე", რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი),გიორგი (თორნთონ უაილდერის "ჩვენი პატარა ქალაქი" რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), ლისანდრი (უ.შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი" რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), ოსეფა ("რ.ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", რეჟ. გიორგი მარგველაშვილი), ვრონსკი (ლ.ტოლსტოის "ანა კარენინა", რეჟ. გიორგი სიხარულიძე) და სხვა; ასევე  სპექტაკლებში "ემიგრანტები" (სლავომირ მროჟეკი, რეჟ. ირაკლი აფაქიძე, თეატრი ათონელზე), "მოლი სუინი" (ბრაიან ფრილი, რეჟ თემურ ჩხეიძე, კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2010) და სხვა.


„რეპორტიორი" ულოცავს ბატონ, გოგა პიპინაშვილს იუბილეს. უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებას პროფესიაში.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner