ყოფილი პარლამენტარის ხათუნა ხოფერია გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით ოქიტაშვილის კანდიდატურის დაყენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ჩემი თეთრი და ფითქინა!
სულ ბრძოლაშია, სულ ვიღაცას იცავს, სულ მშიერს და გაჭირვებულს ეხმარება!
იარაღის ტარით რომ გაუპეს თავი ნაცებმა, მაშინაც ვერ ვაჩუმებდი!
ახლა გირგვლიანის სისხლში ამოგანგლულ პეტრიაშვილს უპირისპირდება!
დათო, ბოლომდე მოგყვები, შენთან ვარ სიტყვით, საქმით, მუშტით და ჩემი სიცოცხლითაც!
შენ რაც თქვი, ეგ არის ათასობით ადამიანის მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია!!!
ამ ბრძოლით დამთავრდება კოჰაბიტაცია!.." - წერს ხოფერია.
დავით ოქიტაშვილმა კოლეგებთან დისკუსიის გამართვის შემდეგ გადაწვიტა, რომ სექტემბერში გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.
ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ გამოწვევას იღებს და პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის დამარცხებას მთელი ძალის მობილიზებითა და კოლეგების მხარდაჭერით შეძლებს.