ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო თანამგზავრებმა დააფიქსირეს, რომ ფხენიანი ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსიდან KN-08 ან KN-14 ტიპის რაკეტების გაშვებისთვის ემზადება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ სარაკეტო სისტემებს შეუძლიათ, წყნარი ოკეანის სანაპირომდე მიაღწიოს.
სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია აცხადებს, რომ კორეამ შესაძლოა, სხვა სცენარიც შეიმუშაოს და „მუსუდანის" ტიპის რაკეტები გაუშვას, რომელსაც შეუძლია, ალასკამდე ან კუნძულ გუამამდე მიაღწიოს.