logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში დღეს სახალხო დღესასწაული ,,ასკანობა 2017“ აღინიშნა
- +

31 აგვისტო. 2017. 02:25



ტრადიციად ქცეული დღესასწაული სოფელ ასკანაში სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დაიწყო. გაიმართა დოღი, შეჯიბრი მინი-ფეხბურთსა და მკლავჭიდში. ფეხბურთის ტურნირში მონაწილე გუნდებს, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების ("შემოქმედი", ეთნო- ფოლკ ჯგუფი "მხედრები" , " ზენაარი") კონცერტი.


ღონისძიებას გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.


„ასკანობის" დღესასწაულს ვულოცავ განსაკუთრებულ სოფელ ასკანას, თითოეულ ასკანელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და გურიის მოსახლეობას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ორი წლის განმავლობაში ამ ულამაზეს სოფელში უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს ყველაფერი გაკეთდა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოფელ ასკანას დღეს კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა, რისთვისაც ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძეს მადლობას ვუხდი. მან სოფელს საჩუქრად საფეხბურთო სტადიონი გადასცა"- განაცხადა გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.


ღონისძიება „თეატრალური კვარტეტის" სოლისტის კობა ჭეფხოძისა და მომღერალ ბექა ჩხაიძის კონცერტით დასრულდა.


სახალხო დღესასწაული „ასკანობა 2017" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და ა(ა).ი.პ. კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.






 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner