logo_geo
eng_logo
იემენში ავიადარტყმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა
- +

31 აგვისტო. 2017. 02:48



საუდის არაბეთის საჰაერო ძალებმა იემენის დედაქალაქთან ახლოს საკონტროლო-გამშვებ პუნტქზე იერიში მიიტანეს. შედეგად სილ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


ავიადარტყმა ბანი-მატარის რაიონში მოხდა, რომელიც სანაას საპორტო ქალაქ ჰოდეიდასთან აკავშირებს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხდებით, დაღუპულთა შორის 8 მშვიდობიანი მოქალაქეა.


იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ერთმანეთს ჰუსიტი მეამბოხეები, ექსპრეზიდენტის მომხრეები და სახელისუფლებო ძალები ებრძვიან. იემენის მთავრობას დახმარებას არაბული კოალიცია უწევს, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს.













 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner