საუდის არაბეთის საჰაერო ძალებმა იემენის დედაქალაქთან ახლოს საკონტროლო-გამშვებ პუნტქზე იერიში მიიტანეს. შედეგად სილ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ავიადარტყმა ბანი-მატარის რაიონში მოხდა, რომელიც სანაას საპორტო ქალაქ ჰოდეიდასთან აკავშირებს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხდებით, დაღუპულთა შორის 8 მშვიდობიანი მოქალაქეა.
იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ერთმანეთს ჰუსიტი მეამბოხეები, ექსპრეზიდენტის მომხრეები და სახელისუფლებო ძალები ებრძვიან. იემენის მთავრობას დახმარებას არაბული კოალიცია უწევს, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს.