Reuters-ის ინფორმაციით, ქარიშხლი "ჰარვის" დროს ქარით, წვიმითა და წყალდიდობით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი გლობალური რისკების მოდელირების ანალიტიკურმა კომპანიამ RMS-მა 70-90 მილარდ დოლარად შეაფასა. კომპანია იქვე აცხადებს, რომ ზარალი საბოლოოდ დათვლილი არ არის, ვინაიდან წვიმები კვლავაც გრძელდება.
კომპანია აცხადებს, რომ ზარალის დიდი ნაწილი სადაზღვევო სახსრსებით არ გადაიფარება, რადგანაც კერძო დაზღვევას შეთავაზებაში იშვიათად აქვს წყალდიდობისგან დაზღვევა. ამასთან საცხოვრებელი რისკებისთვის თანხის გაცემა მაინც მოუწევს წყალდიდობისგან დაზღვევის ნაციონალურ პროგრამას და ეს თანხა მისი არსებობის განმავლობაში ყველაზე მაღალი იქნება.