logo_geo
eng_logo
უამინდობის გამო, მილანის რეისი ქუთაისის ნაცვლად, თბილისის აეროპორტში დაჯდა
- +

31 აგვისტო. 2017. 03:29



ქუთაისის აეროპორტის ცნობით, უამინდობის გამო, მილანის რეისი ქუთაისის ნაცვლად, თბილისის აეროპორტში დაჯდა. როგორც აეროპორტში განმარტეს, თბილისიდან ყველა მგზავრის ტრანსპორტირება განხორციელდება.


თვითმფრინავი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ელვის გამო ვერ დაჯდა.


რაც შეეხება დილისთვის დანიშნულ რეისს - ქუთაისი-დორტმუნდს, ქუთაისის აეროპორტში განაცხადეს, რომ ის უპრობლემოდ შესრულდება.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner