საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ბოლო დროს გახშირებულ ხანძარს ეხმაურება:
„უკვე ყველა განზომილებას ცდება ეს „ხანძარომანია"... ალბათობა რომ ეს იყოს ხელოვნური და გეგმიური მავნებლობა იზრდება ყოველდღიურად...
მესმის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მტკიცებულების გარეშე და ვარაუდებით ვერ ისაუბრებენ.
მესმის, რომ პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, ყველას შეუძლია საკუთარი და მისთვის დამაკმაყოფილებელი ვერსია ჰქონდეს.
მაგრამ არსებობს კიდევ ლოგიკა და აზროვნება:
თუ კი ეს რუსეთია, ცოტა არ იყოს ალოგიკურია რომ არ მიუმართავს მისთვის სტრატეგიულად უფრო ხელმისაწვდომ და ბევრად ეფექტურ ხერხს: ანუ ენერგეტიკულ საბოტაჟს (მილსადენები, ჰესები, მაღალძაბვიანი დენის მავთულები და ასე შემდეგ) იმის მაგივრად რომ ქვეყნის ყველა კუთხეში გაეგზავნა თავისი „აგენტები", ისე რომ არავის შეემჩნია! ეს ვერსია ასვე ბადებს ერთ მთავარ კითხვას: თუ კი ოცნება პრო რუსული ხელისუფლებაა როგორც ამტკიცებენ სწორედ ამ ვერსიის მომხრეები, რაღა მაინდამაინც რუსეთმა ამ მთავრობის დესტაბილიზაციაზე გადაწყვიტა ემუშავა წინასაარჩევნოდ?
თუ კი როგორც ზოგი ამტკიცებს ეს თავად ოცნების ნამოქმედარია და კერძოდ ბიძინა ივანიშვილის მოწყობილია ( ხომ ამტკიცებდნენ რომ ბაზრობებს ანადგურებდა „კარფურების" ასაშენებლად!!!) გაუგებარია რა უნდა იყოს ზოგადი მიზანი ასეთი დესტრუქციულ სტრატეგიისა: წინასაარჩევნოდ დაძაბულობის შემოტანა და საკუთარ რესურსების მაქსიმალურად ამოწურვა? ხალხში ღელვა და ნეგატიური განწყობის დათესვა?!
სხვა გარე ძალების (ე.წ. ტერორისტული კვალი) ხელწერას არ ატარებს ჩვენთან ორგანიზებული საბოტაჟი.
ანუ ლოგიკური ანალიზს მივყავართ შიდა ორგანიზატორებისკენ! ეს ყველაფერი კარგად გათვლილი მავნებლობაა, რომელიც აზარალებს ყველაზე წარმატებულ ეკონომიკურ სექტორს- ანუ ტურიზმს, რომელიც ამავდროულად ინიციატორების მოსაზრებით ალბათ უნდა ხაზს უსვამდეს ხელისუფლების ეგრეთწოდებულ „უნიათობას", რომელიც კარზე მომდგარ არჩევნებს უქმნის დესტაბილიზაციის ფონს...
ამის ორგანიზება შეუძლია მხოლოდ ძალიან შეკრულ გუნდს, რომელსაც ქვეყნის ბედი ნაკლებად ადარდებს ვიდრე საკუთარი, რომელსაც არჩევნებით ხელისუფლებაში დაბრუნების ნოლი შანსი გააჩნია, რომელთა შორის შიზოფრენიკი, მანიაკი მავნებლები და მწვალებლები არსებობდნენ და არც არსად წასულან... დანარჩენი თქვენ იცით ჩემზე კარგად!
რამდენად შეძლებენ სამართალდამცავი ორგანოები კრიმინალურ დანაშაულის გამოძიებას და პასუხისგებლობის დადგენას ეს დღეს მთავარი საკითხია... თორემ განაჩენი გამოტანილია! ქვეყნის მიმართ ეს არის უმძიმესი დანაშაული, მისი ულამაზეს ბუნების განადგურება სხვა ფორმით იგივე ტერიტორიების დაკარგვაა!
ასეთი რამეს ჩადენა მხოლოდ რევოლუციონერ იდეოლოგებს შეუძლიათ, რამეთუ მათ მიაჩნიათ რომ მიზანი საშუალებებს ამართლებს!", - წერს ზურაბიშვილი.