„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ის ბინძური სანამ „მაესტროს" და „იმედს" ახსენებს პირი გამოირეცხოს. „მაესტროს" ხელყუმბარებს როცა ესროდნენ და „იმედს" არბევდა ვანოს სპეცრაზმი ის ბინძური ისტერიული მასხარა მახსოვს, „იმედის" დარბევიდან ორი დღე არ იყო გასული, მიშას „მშრომელებთან" შეხვედრებს რომ უწყობდა. მიშას გარეცხვით იყო დაკავებული. მაგან ვინ უნდა გარეცხოს? მაგას თვითონ ისეთი ჩაბინძურებულია მტკვარი ვერ გარეცხავს. ვანოს გაცვეთილი მუშაკები სანაგვეზე!" - წერს ცაგურია.