საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ძლიერი წვიმისა და ქვის ცვენის საშიშროების გამო წესი-ურავის საავტომობილო გზის კმ5 მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.