საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, სასამართლო რეფორმის, ასევე, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„ცვლილებები, რომელიც მოხდა, მათ შორის, მესამე ტალღა სასამართლო რეფორმის, ასევე, ადამიანის უფლებების ყველა მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესება, უნდა გვაძლევდეს ყველას იმის განცდას, რომ ქვეყანა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ვითარდება და უახლოვდება იმ ევროპულ სტანდარტს, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის მისაღებია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.