საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი „კულტურა საზღვრების გარეშე", რომელის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ქვეყანის კულტურულ პროცესებში ჩართვა.
პროექტის ფარგლებში, 31 აგვისტოს სოფელ ორსანტიასა და დაბა ანაკლიაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება. ადგილობრივი მცხოვრებლები შეხვდებიან ქართველ მწერლებსა და მეცნიერებს, სადაც ისინი წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე (ნ. ბარათაშვილი; ი. ჭავჭავაძე) გაამახვილებენ ყურადღებას; ისაუბრებენ კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ მკითხველთან დიალოგს.
დაგეგმილია სხვადასხვა სახის გამოფენის მოწყობა ადგილობრივი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით; ასევე, ბოლო დროის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფრანი" ჩვენება (რეჟ. ვ. სულაქველიძე).
დღის ბოლოს კი, ანაკლიაში ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაიმართება კონცერტი ქართველი მუსიკოსების - ნეკა სებისკვერაძის, დათო ნოზაძისა და ნინო გულიაშვილის მონაწილეობით. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
ღონისძიებების განრიგი - 31.08.2017.
17:30 - 17:55 - ლექცია ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ (ლევან ბერძენიშვილი);
18:00 - 18:25 ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ (ივანე ამირხანაშვილი)
18:30 - 18:45 მოკლემეტრაჟანი ანიმაციური ფილმის „ფრანი" ჩვენება (რეჟ. ვ. სულაქველიძე);
18:50 - ორსანტიის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება (7 საუკეთესო მოსწავლე);
20:00 (ანაკლიის ციხე) - მუს. კონცერტი ნეკა სებისკვერაძის დათო ნოზაძისა და ნინო გულიაშვილის მონაწილეობით.