პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის ფართობი ზუსტდება.
„წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 200 ჰექტარის ფარგლებშია ტყე დამწვარი",- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, დამწვარ ტყეს მოსახლეობის ჩართულობით აუცილებლად აღადგენენ.
„ვფიქრობ, რომ ეს ღირსეული საქმეა და ყველა ადამიანს ექნება სურვილი, რომ თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ჩვენი ულამაზესი ტყის აღდგენის საქმეში. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ იმ ტყეს, რომელიც განადგურდა. ეს ჩვენი ვალია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.