logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ბორჯომის ხეობაში გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი მუშაობას შეუდგა
- +

31 აგვისტო. 2017. 11:37


შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი უკვე მუშაობას შეუდგა.


მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გამომძიებლები ჩაერთვებიან ასევე აბასთუმანში.


„დღეს გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი უკვე შეუდგა მუშაობას ბორჯომის ზონაში, სულ მალე აბასთუმანშიც ჩაერთვებიან გამომძიებლები. გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად, თუმცა, რაიმე კონკრეტული არ შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ვერსიებს, განიხილება ყველანაირი ვერსია, მათ შორის, დივერსია და ყველა სხვა გამომწვევი ფაქტორი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner