შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბევრად უფრო ადრე მოხდება აბასთუმნის ტყის ხანძრის ლიკვიდირება, ვიდრე წაღვერში მოხდა.
„სიტუაციას ვაკონტროლებთ. რაიმე განსაკუთრებული აქ არ არის. კიდევ ერთხელ შემიძლია შევადარო ეს ხანძარი წაღვერისა და დაბის ხანძარს. აბასთუმნის ხანძრის მასშტაბები არც შეიძლება რომ ახლოს დავაყენოთ იმ ხანძართან, ბევრად უფრო ნაკლებია. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო მალე მოხდება ამ ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება, ვიდრე წაღვერში", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.