logo_geo
eng_logo
„ტექნიკურ უნივერსიტეტში შიმშილობის აქცია სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა“
- +

12 აპრილი. 2016. 18:24


საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


სტუ- რამდენიმე თანამშრომელი ეჭვქვეშ აყენებს უნივერსიტეტში ჩატარებული რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მართვის ორგანოების (აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს) არჩევნების კანონიერებას. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ შემდეგი. სტუ-ში 2016 წელს ჩატარებული არჩევნები სრულ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონთან, უნივერსიტეტის წესდებასთან და სხვა სამართლებრივ აქტებთან, რომლებიც არეგულირებენ არჩევნების ჩატარების წესსა და პროცედურებს. ამასთან, უნივერსიტეტის არჩეული მმართველი სუბიექტები, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირების რეესტრში.

 

აქციის მონაწილე პირების მიერ არჩევნების შედეგები გასაჩივრებული იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ამ უკანასკნელის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე არ გამოვლინდა არჩევნებთან დაკავშირებული რაიმე სახის კანონდარღვევა და შესაბამისად არ დაკმაყოფილდა მათი საჩივარი. მიუხედავად ამისა, საჩივრის ავტორებმა დავა გააგრძელეს სასამართლოში. დღეის მდგომარეობით აღნიშნული საქმეები განხილვის პროცესშია და მათ მიერ განხორციელებული პროტესტის ფორმები აღქმული უნდა იქნეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა. გარდა ამისა, მათი მხრიდან განხორციელებული ასეთი ქმედებები ხელს უშლის უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესს. აქვე აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა ზემოაღნიშნული პრეტენზიები განხილულ იქნა შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოების სხდომაზე, მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და გადაეცა ეთიკის კომისიებს შემდგომი განხილვისათვის", - ნათქვამია საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner