logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: აბასთუმანში ამჟამად 5 ვერტმფრენი და 1 500-მდე ადამიანი მუშაობს
- +

31 აგვისტო. 2017. 12:00



შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმანში ამჟამად 5 ვერტმფრენი და 1 500-მდე ადამიანი მუშაობს.


მინისტრის თქმით, პროცესში მალე ასევე უკრაინული თვითმფრინავი ჩაერთვება.


„თურქულმა თვითმფრინავმა გუშინ უამინდობის გამო  ჩამოსვლა ვერ მოახერხა. თუ ამის საჭიროება იქნება, ის აუცილებლად ჩაერთვება ხანძრის ქრობის პროცესში. ამ დროისთვის 5 ვერტმფრენი უკვე მუშაობს და მალე მათ უკრაინული თვითმფრინავი შეუერთდება. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, აქ 1500-მდე ადამიანია მობილიზებული. აქედან 1200-მდე შსს-ს თანამშრომლები არიან, ხოლო დანარჩენი მოხალისეები. მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ასეთი სულისკვეთება, როგორიც აქ ვნახე, არც ერთ რეგიონში არ მინახავს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner