არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის" ხელმძღვანელი ირინა ფუტკარაძე „ფრიდომ ჰაუსის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს დადებითად აფასებს.
ირინა ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ გარკვეული მიმართულებით რაღაც პოზიტიური ნაბიჯები იქნა გადადგმული, მაგრამ ეს იმას არ ნიშანვს, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის.
„რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშში სასამართლოს დამოუკიდებლობა პოზიტიურ ჭრილშია განხილული, ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი. ამ მიმართულებით, გარკვეული აქტივობები ხორციელდება არასამთავრობოების მიერ, რათა უფრო სრულყოფილი და დახვეწილი იყოს სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუცია.
მთლიანობაში, კვლევა პოზიტიურად მინდა შევაფასო, რადგან გარკვეული ძვრები რეალურად შეინიშნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ყველაფერი არის კარგად. ბევრი რეფორმაა განსახორციელებელი, კონკრეტული ქნედებები სხვადასხვა ინსტიტუტტების მიერ სხვადასხვა მიმართულებით, რათა საბოლოოდ მართლა მოვუახლოვდეთ მაღალ სტანდარტებს",- განაცხადა ფუტკარაძემ.
მისი დიდი სურვილია, რომ „ფრიდომ ჰაუსის" ასეთ კვლევებში საქართველოს უფრო მეტი წარმატება ჰქოდეს, რაც შედეგებში შესაბამისი ქულებით და პროცენტებით იქნება ასახული.