„BBC"-ის ცნობით, ჰიუსტონში მდებარე ქიმიური ქარხნიდან აფეთქებების ხმა გაისმა.
თვითმხილველების განცხადებით, დაინახეს შავი კვამლი, რომელიც ქარხანა „Arkema"-დან ამოდიოდა.
ძლიერი წვიმის გამო, კომპანია „Arkema"-ს ქარხანაში ქიმიური ნივთიერებების გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. სპეციალისტების თქმით, აფეთქების საშიშროებას ვერანაირი გზით ვერ შეაჩერებდნენ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქარხანასთან ახლოს მცხოვრებთა ევაკუაცია უკვე განახორციელა.