logo_geo
eng_logo
შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

31 აგვისტო. 2017. 14:25



შავი ზღვის სანაპიროზე, ამინდის  გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები.


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, უსაფრთხოების მიზნით, გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები: არ შევიდნენ ზღვაში, ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ წყალზე მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, არ დატოვონ ისინი მეთვალყურეობის გარეშე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner