logo_geo
eng_logo
აბასთუმნის ტყეში დაკვამლიანება აღარ შეიმჩნევა
- +

31 აგვისტო. 2017. 15:52



შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის უშუალო მეთვალყურეობით, ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, აბასთუმნის ტყეში დარჩენილი ხანძრის რთულად მისადგომი ფერდობები ენახათ.


მინისტრმა პრესის წარმომადგენლებს ზეკარის უღელტეხილიდან ხანძრის კერებამდე გაყვანილი გზა, ასევე მთებზე კავშირგაბმულობის მანქანები აჩვენა, რომლის მეშვეობითაც ხდება კომუნიკაცია ავიაციასა და ცოცხალ ძალას შორის.


ამასთან, გიორგი მღებრიშვილმა ახალგაჭრილ გზაზე ჩაიყვანა პრესის წარმომადგენლები და ის 6 კილომეტრამდე გზაც აჩვენა, რომლის საშუალებითაც მძიმე ტექნიკა ხანძრის კერებამდე მუშაობს.


ამ დროისთვის აბასთუმნის ტყეში დაკვამლიანება არ შეიმჩნევა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner