logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
- +

31 აგვისტო. 2017. 12:00



ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება.


სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და აბესაძე გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა.


მოსამართლე ნინო სანდოძეს განცხადებით, პირველი წარდგენის სასამართლო პროცესის შემდეგ ის გარემოებები და საფრთხეები რაც იყო, კვლავ რჩება და შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.


დაცვის მხარე ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 50-ათასლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner