„ასავალ-დასავალთან" აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ კოალიცია „ქართული" ოცნების" შემადგენლობის გადახალისებაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" მხოლოდ „რესპუბლიკელებთან" განქორწინებით ფონს ვერ გავა.
„ქართული ოცნება" მხოლოდ „რესპუბლიკელებთან" განქორწინებით ფონს ვერ გავა! თუ „ოცნება" არ გადახალისდა, თუ პარტიამ აქცენტი პატრიოტ, პატიოსან პროფესიონალებზე არ გააკეთა, ამ ძველი მოყირჭებული სახეებით ძალიან გაუჭირდება ხალხის მიმხრობა და არჩევნებში გამარჯვება!
საქართველოს ეროვნულად მოაზროვნე და პატრიოტულად შემართული ადამიანები უნდა მართავდნენ! - ასეთია ქართველი ხალის დაკვეთა", - განაცხადა ჯაველიძემ.