logo_geo
eng_logo
დმიტრი პესკოვი: რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში არსებული კრიზისის ინიცირება მოსკოვს არ მოუხდენია
- +

31 აგვისტო. 2017. 18:24


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში არსებული კრიზისის ინიცირება მოსკოვს არ მოუხდენია.


მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის განწყობაა, აშშ-სთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს.


„მოსკოვი არასოდეს ყოფილა იმ კრიზისის ინიციატორი, რომელიც, ამჟამად, სამწუხაროდ, ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს. მოსკოვი არასოდეს ყოფილა ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა შემზღუდველი ზომების დაწესების ინიციატორი და ყოველთვის თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებოდა ამას. მინდა შეგახსენოთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ასევე თანმიმდევრულად საუბრობს მოსკოვის სურვილზე, აშშ-სთან კარგი ურთიერთობები წარმართოს, რომელიც თანაზიარობის პრინციპს დაეფუძნება", - განაცხადა პესკოვმა.


პესკოვის თქმით, ეს არ წარმოადგენს რუსეთის ახალ ხაზს აშშ-სთან ურთიერთობებში.


„ეს ჩვენი ტრადიციული ხაზია. ჩვენ ტრადიციისამებრ მხარს ვუჭერთ აშშ-სთან კარგ ურთიერთობებს. უფრო მეტიც, მივიჩნევთ, რომ ეს ურთიერთობები უნდა განვითარდეს გლობალური სტაბილურობის ინტერესებში", - განმარტა დმიტრი პესკოვმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner