ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 23 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები უშენდებათ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მიმდინარე წლის ბოლომდე ასეთი 25 სახლი აშენდება. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 408 104 ლარი გაიხარჯება.