logo_geo
eng_logo
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 23 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს
- +

31 აგვისტო. 2017. 21:36


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 23 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


გამგეობის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები უშენდებათ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მიმდინარე წლის ბოლომდე ასეთი 25 სახლი აშენდება. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 408 104 ლარი გაიხარჯება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner