ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ აგვისტოს თვეში 6 სხდომა ჩაატარა და 171 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსდა 59 მოქალაქე, სტაციონალური სამედიცინო მომსახურეობა, ოპერაცია 47 მოქალაქეს დაუფინანსდა.
გარდა ამისა, კომპიუტერული კვლევა (ტომოგრაფია,კორონაროგრაფია) დაუფინანსდა 16 მოქალაქეს, ქიმიოთერაპიით დაფინანსდა 3, ხოლო C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა 45 მოქალაქეს დაუფინანსდა.
გამგეობის მხარდაჭერით აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ერთი ბენეფიციარი ჩაერთო რეაბილიტაციის პროგრამაში.
აგვისტოს თვეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოქალაქეების დაფინანსებაზე 58 107 ლარი დაიხარჯა.