logo_geo
eng_logo
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ სამხედრო საწყობში აფეთქების შედეგად დაზარალებულ რუს ტურისტებს ექვსი მილიონი რუბლი გადაუხადა
- +

1 სექტემბერი. 2017. 01:54



ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ სამხედრო საწყობში აფეთქების შედეგად დაზარალებულ რუს ტურისტებს ექვსი მილიონი რუბლი გადაუხადა.


ამის შესახებ განცხადება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბარციცმა გააკეთა.


მისი თქმით, ერთი მილიონი რუბლი გადაურიცხეს 2 აგვისტოს მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული რუსი ტურისტების ოჯახებს, 3 მილიონი მიიღეს დაზიანებული ავტოტრანსპორტის მფლობელებმა, ხოლო კიდევ 2 მილიონი იმ ტურისტებს გადაეცათ, რომლებმაც სხვადასხვა ტრავმები მიიღეს.


ბარციცის განცხადებით, 70 მილიონი რუბლი დაიხარჯება აფეთქების შედეგად დანგრეული ან დაზიანებული სახლების აღდგენაზე. როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობა ამბობს, 12 სახლი ხელახლა აშენდება, რადგან მათი რემონტი შეუძლებელია.


როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლება ამტკიცებს, სამხედრო საწყობის მიმდებარე ტერიტორია ჭურვებისგან უკვე გაწმენდილია. თუმცა, პერიმეტრს ჯარისკაცები მაინც იცავენ.

2 აგვისტოს გუდაუთის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 რუსი ტურისტი დაიღუპა. 60-მა ადამიანმა სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. აფეთქების შედეგად განადგურდა საწყობის ორი შენობა, სადაც საავიაციო ბომბები და საარტილერიო ჭურვები იყო შენახული.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner