logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი ამხილა
- +

1 სექტემბერი. 2017. 11:01



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი ამხილეს.

 

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია  სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 3 642 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი, ხოლო, კახეთის რეგიონში  -  3 877 ლარის ღირებულების უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან  4 წლამდე", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner