logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში მოსალოდნელ ტერაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

1 სექტემბერი. 2017. 11:19



ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევროპაში ტერაქტების საშიშროების შესახებ აფრთხილებს:


„რუსეთში, საფრანგეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და ფინეთში ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები ცხადყოფს, რომ „ისლამური სახელმწიფოსა" და „ალ ქაიდას" წევრებს აქვთ შესაძლებლობა, დაგეგმონ და მოაწყონ ტერაქტები ევროპაში. ტერორისტები თავდასხმების სამიზნედ ტურისტულ ადგილებს, სატრანსპორტო კვანძებს, ბაზრობებს და მუნიციპალიტეტის შენობებს არჩევენ", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


აშშ-ის საგარეო უწყება ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ექსტრემისტები სულ უფრო ხშირად იყენებენ ცივ იარაღს, რომლის აღმოჩენაც რთულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner