logo_geo
eng_logo
პროკურატურა ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს
- +

1 სექტემბერი. 2017. 14:53



საქართველოს პროკურატურა ოზურგეთში ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობის ფაქტზე, გ.დ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის რაიონში მცხოვრები გ.დ. განაწყენებული იყო რა ყოფილი მეუღლის ქმარზე - გ.ც.-ზე და ყოფილი მეუღლის დედაზე -  ნ.შ.-ზე, განიზრახა მათ მიმართ ძალადობა. ამ მიზნით, 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, საკუთარი ავტომანქანით მივიდა ნ.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან,  სადაც დაინახა ნ.შ. და ამ უკანასკნელის მეზობელი მ.ჯ.

 

გ.დ.-მ კუთვნილი სანადირო თოფიდან მოახდინა ნ.შ.-სა და მ.ჯ.-ს მიმართულებით გასროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს ნ.შ.-მ,  მ.ჯ.-მ და ყოფილი მეუღლის 5 თვის შვილმა.

 

2017 წლის 31 აგვისტოს, გ.დ. დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.

 

პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დაკავებული პირისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner