logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: ყველა ერთნაირი არ ვართ…
- +

20 თებერვალი. 2016. 13:25



უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე „რესპუბლიკელებსა" და „მრეწველებს" შორის დაპირისპირებას და აცხადებს, რომ ამ ორმა პარტიამ უთანხმოება ერთმანეთში უნდა მოაგვაროს. როგორც მიროტაძემ „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, თუკი „რესპუბლიკელები" და „მრეწველები" ერთმანეთთან დიალოგით ვერ აგვარებენ პრობლემას, საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა დააყენონ.

 

„ზოგადად, პარტნიორი ორგანიზაციების ერთმანეთთან დაპირისპირების შეფასება ცოტა არაკორექტულად მიმაჩნია. მგონია, რომ ამ პარტიებმა საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა დააყენონ. თუ ერთმანეთში ვერ საუბრობენ, ეს გამოსავალი უნდა მოძებნონ. არ ვართ ჩვენ დაკავებული იმის გარჩევით, თუ ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. საკმაოდ შორს ვართ იმისგან, რომ ასეთი რაღაცეები ვარკვიოთ. უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი. მგონია, რომ ეს პარტიები გამონახავენ რესურსს, რომ სადავო საკითხები როგორმე მოაგვარონ. ძალიან კარგად მესმის, რომ გვაქვს განსხვავებული ხედვები. ყველა ერთნაირი  არც ვართ და ვერც ვიქნებით ვერასდროს. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ  კოალიციაში გარკვეულწილად ყველა ვალდებულია, რომ გაითვალისწინონ ერთმანეთის მოსაზრებები", - განაცხადა მიროტაძემ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner