logo_geo
eng_logo
„მსოფლიოში დემოკრატიის დონე გაუარესებულია, თუმცა საქართველო ამ მხრივ, გამონაკლისი აღმოჩნდა"
- +

12 აპრილი. 2016. 19:26


„სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითრების ცენტრის" ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ freedom house-ის მიერ გამოქვეყნებული დადებითი ანგარიში მოდუნების მიზეზი არ უნდა გახდეს.


 

ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ ზოგადად, აღნიშნული ორგანიზაციის შეფასებებში მსოფლიოში დემოკრატიის დონე გაუარესებულია, თუმცა საქართველო ამ მხრივ აღმოჩნდა გამონაკლისი, როგორც რეგიონში ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში.



მთელი რიგი მიმართულებები ჩვენ ნამდვილად გვაქვს გაუმჯობესებული და ამაზე მეტყველებს ის, რომ მათი შეფასების შკალაზე 2015 წელთან შედარებით, ჩვენი მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. აღსანიშნავია სასამართლოს ნაწილი და ის, რომ სასამართლო გათავისუფლდა ხელისუფლების ზეწოლისგან და აღარ არის პროკურატურის ქვეუწყება.

 

 

როცა ინვესტიციებზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზეა საუბარი, საკუთრების უფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.


მისივე თქმით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული მედიის დამოუკიდებლობა და მართლაც, საქართველოს ამ მხრივაც აქვს წინგადადგმული ნაბიჯები.



თუ შევადარებთ 2012 წელს არსებულ მდგომარეობას, როცა ყველა ტელევიზია, გარდა "მაესტროსი" და "მეცხრე არხისა", კონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ, ახლა, ყველა ხედავს, რომ უამრავი ახალი ტელევიზია და სააგენტო იხსნება, რომლებსაც დამოუკიდებლობის გარანტია აქვს და ეს ანგარიშშიც არის ასახული",-აღნიშნა ბოჟაძემ.



ის მიიჩნევს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების მხრივ, მდგომარეობა არც გაუარესებულა და არც გაუმჯობესებულა, თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკებები გარკვეულ დადებით ტენდენციებზე მეტყველებს, რაც მისივე შეფასებით, მისასალმებელია. 


"კორუფცია ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ახლა აღარავინ საუბრობს კორუფციაზე, მაგრამ არანაკლები თემაა ნეპოტიზმი, რაც ასახულია ანგარიშში და თუ ხელისუფლება ამას ყურადღებას დაუთმობს, იქნება მნიშვნელოვანი. ამასთან, რადგან ანგარიშის მიხედვით, გვაქვს დადებითი ძვრები, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, მითუმეტეს - ხელისუფლებას. სამოქალაქო სექტორი და მედია უნდა იყოს უფრო ძლიერი, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ დემოკრატია ქვეყანაში", - განაცხადა ბოჟაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner