logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ტყუილად არ ვაქებდი ირმას, კრიტიკაც ჯანსაღად მიიღო!
- +

1 სექტემბერი. 2017. 21:30



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ველაპარაკე დიდუბის გამგებელს ირმა ზავრადაშვილს, ამიხსნა მიზეზები თუ რატომ გვიანდება გზის დაგება, ხვალ დილიდან გაორმაგებულ ყურადღებას მიაქცევს და იმედი მაქვს დროულად დამთავრდება... ნაცების დროს წარმოვიდგინე გამგებელს, რომ საერთოდ ვინმესთვის ეპასუხა ტელეფონზე... მსგავსი რამ არც კი მახსენდება, ტყუილად არ ვაქებდი ირმას, კრიტიკაც ჯანსაღად მიიღო!"- წერს ჯღარკავა.


მანამდე კი ნინო ჯღარკავამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი სახის სტატუსი დაწერა:

 

„ძალიან ბევრი ვითმინე სანამ ამ სტატუსს დავწერდი, 5 თვეა ვითმენ და რომ აღარ დაადგა საშველი უკვე გაბრაზებული ვწერ! დიღმის მასივის 4 კვარტალში ცისკარიშვილის ქუჩა სულ 500 მეტრია 7 თვის წინ აყარეს გზა. ჯერ ძველი მილების ჩატოვება უნდოდათ იყვირა მოსახლეობამ და როგორც იქნა სანიაღვრე წყლებისთვის ახალი მილები ჩაყარეს. ორი თვე ორმოები იყო, მერე ის ორმოები როგორც იქნა ამოავსეს და ახლა სამი თვეა გზა ვერ გადაუგიათ. ხან დენი ააფეთქეს, ხან თვითონ მოიპარეს მუშებმა ღამით ჭის სახურავები... 5 თვის წინ დასამთავრებელი სამუშაოები კიდევ ვერ დაუმთავრებიათ. დღეს დილით ნაცმა ჩოლოყაშვილმა მეზობლებს შესთავაზა, „რუსთავი 2-„ს მოვიყვანო და დედაჩემმა რომ იკივლა რუსთავი აქ არ დამანახოთო, ცივად გატრიალდა... ხოდა რა ვქნათ ახლა ქალბატონო ირმა გამგებელს მივმართავ, ნაცების შიშით, ხმა არ ამოვიღოთ და ვყლაპოთ ეს მტვერი და აყრილი გზა, თუ მოგვაქცევთ ყურადღებას ოდესმე! ჩემგან ქება დიდება არ აკლდა ირმა ზავრდაშვილს და იმედია ამ კრიტიკასაც მიიღებს და უბნის უფროსსაც გამოგვიგზავნის, რომ გვითხრან როდის ეშველება ამ 500 მეტრს არჩევნების მერე თუ გაის ამ დროს, სირცხვილია უბრალოდ!" - წერდა ჯღარკავა.












 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner