logo_geo
eng_logo
გიორგი სიხარულიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა
- +

1 სექტემბერი. 2017. 21:34



მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი სიხარულიძე დაინიშნა, რომელმაც ქეთი დოლიძე ჩაანაცვლა. ინფორმაციას ადასტურებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.


„ოფიციალური ბრძანების საფუძველზე შეიცვალა სამხატვრო ხელმძღვანელი და გიორგი სიხარულიძე დაინიშნა ამ პოსტზე", - განგვიცხადეს უწყებაში.


რეჟისორი გიორგი სიხარულიძე მესხიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად 11 წელი მუშაობდა.


უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მან უარი თქვა კულტურის სამინისტროს მიერ ამავე პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე.


მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად ახლა 7 კანდიდატი იბრძვის.


ვის შეარჩევს კულტურის სამინიტრო საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციებზე, ეს სავარაუდოდ 3 სექტემბერს გახდება ცნობილი.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner