მცხეთაში, ე.წ. ტალბუხინების დასახლებაში, სასტუმრო „ბალკონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა. ქარის გამო, ხანძარი მალე გაძლიერდა.
ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ხანძარი უკვე ლოკალიზება და რამდენიმე წუთში, მისი ლიკვიდირებაც მოხდება.