logo_geo
eng_logo
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს
- +

1 სექტემბერი. 2017. 23:06


 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტული პროექტების დათვალიერებას განაგრძობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


გამგეობის ინფორმაციით, ახალაბასთუმანსა და ინგირში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გამგებელმა დაათვალიერა. ახალაბასთუმანში ცენტრთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაზეც 211 000 ლარი იხარჯება.


ინგირში, ბარათაშვილის ქუჩაზე დასრულდა 1200 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამაც 156 775 ლარი შეადგინა. გზის რეაბილიტაციით სარგებელი 12000 ადამიანმა მიიღო.


პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.


ინგირში მოსახლეობამ გამგებელს მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟების თხოვნით მიმართა. აღნიშნული საკითხის შესწავლა შესაბამის სამსახურს დაევალა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამჟამად 17 397 მეტრი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ჯამური ღირებულება 8 538 433 ლარია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების რეაბილიტაციაზე სულ 17 მილონამდე ლარი გამოიყო.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner