პანკისი ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები ლევან ტოხოსაშვილის ოჯახთან ერთად სირიაში დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს პანკისში ოჯახის ახლობელმა განუცხადეს. მათი თქმით, ბაირამის დღესასწაულის მისალოცად ლევანმა ოჯახს დაურეკა და რამდენიმე წუთის წინ, დედას ესაუბრა.
როგორც ერთ-ერთმა ახლობელის განცხადებით, დაუჯერებელი და სასიხარულო იყო იმის გაგება, რომ ლევანიც და მისი ოჯახის წევრებიც ცოცხლები არიან.
რამდენიმე დღის წინ, ტოხოსაშვილების ოჯახი სირიაში დაბომბვის შედეგად ლევან ტოხოსაშვილის ოჯახთან ერთად გარდაცვალების ონფორმაციის მიღების გამო, სამძიმრებს იღებდა.