logo_geo
eng_logo
კახეთში, სოფელ ხაშმში მდებარე აგარაკების ტერიტორიაზე ხანძარია
- +

2 სექტემბერი. 2017. 01:13



მოსახლეობის ინფორმაციით, ცეცხლი სატრანსფორმატორო ჯიხურს გაუჩნდა, რომლითაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამი სოფელი მარაგდება ელექტროენერგიით. ტრანსფორმატორიდან ცეცხლი გარეთ, ხმელ ბალახს მოედო. ადგილზე არსებობს იქვე მდებარე კოტეჯების დაწვის საშიშროება. ხანძრის ჩაქრობას საგარეჯოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს.


საგარეჯოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის ზაქარია ოტიაშვილის თქმით, ამ წუთებში, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, მიმდინარეობს მუშაობა მისი ლიკვიდაციისთვის.


დამწვარია ერთ ჰექტრამდე ფართობი. ოტიაშვილის თქმით, დილას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ხანძრის მიზეზის გასარკვევად, მასალები პოლიციას გადაეგზავნება.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner