პარიზში, ეიფელის კოშკის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს.
ერთ-ერთი ტურისტის თქმით, ადამიანები სრულ იზოლაციაში აღმოჩნდნენ.
„შიგნიდან ჩაგვკეტეს. თქვეს რომ ვიღაც ახალგაზრდა კაცი უცნაურად იქცეოდა, მაგრამ თითქოს იარაღი არ ჰქონდა. მომსახურე პერსონალიც ჩვენთან ერთადაა", - უთხრა ტურისტმა გაზეთს.
6 აგვისტოს, კოშკზე შეღწევას დანით შეიარაღებული კაცი ცდილობდა. მაშინ არავინ დაშავებულა.