აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქარიშხალ „ჰარვის" შედეგების პირველადი აღმოფხვრისთვის კონგრესს 7,85 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა მოსთხოვა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი კონგრესისგან 6 მილიარდი აშშ დოლარის მოთხოვნას გეგმავდა. თეთრი სახლის განცხადებით კი, დონალდ ტრამპი ქარიშხალი „ჰარვის" შედეგების აღმოფხვრისთვის პირადი სახსრებიდან 1 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს.