კიევში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი დააკავეს. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირად facebook-გვერდზე წერს, მისი ძმა კიევში სახლიდან გამოსვლისას დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
„როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ჩემზე გავლენის მოხდენას, რათა მე უკრაინაში არ დავბრუნდე. ცუდად მიცნობთ. პირიქით, ეს სიტუაცია უფრო გააძლიერებს ჩემს მტკიცე განზრახვას, დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისგან", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.