უკრაინის შს მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა ილია კივამ უკრაინულ ტელეარხს „112"-ს განუცხადა, რომ საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია დავით სააკაშვილს დეპორტაციისთვის ამზადებენ.
„მიხეილ სააკაშვილის ძმა დაკავებულია უკრაინაში ყოფნის რეჟიმის დარღვევის გამო. საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია მას დეპორტაციისთვის ამზადებენ", - განაცხადა ილია კივამ.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი დააკავეს.