logo_geo
eng_logo
„უკრაინის საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია დავით სააკაშვილს დეპორტაციისთვის ამზადებენ“
- +

2 სექტემბერი. 2017. 13:20



უკრაინის შს მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა ილია კივამ უკრაინულ ტელეარხს „112"-ს განუცხადა, რომ საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია დავით სააკაშვილს დეპორტაციისთვის ამზადებენ.


„მიხეილ სააკაშვილის ძმა დაკავებულია უკრაინაში ყოფნის რეჟიმის დარღვევის გამო. საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია მას დეპორტაციისთვის ამზადებენ", - განაცხადა ილია კივამ.


უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი დააკავეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner